აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ვილაიათ ეივაზოვმა სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.