ზაზა შათირიშვილი: ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის! ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება Ipsos-ის კვლევა და “დემოკრატიაზე” განაწყენებული, გაბრაზებული საზოგადოების წინა პლანზე გამოტანა, რათა შემდეგ მათ მმართველობის ახალი ფორმა “შესთავაზონ

რადგან ყველაფერი ზედაპირზე დევს, დროა პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას – რაში სჭირდებათ ოლიგარქიულ ოჯახებს მათი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანა და განტევების ვაცის ძიება მათივე აგენტურულ მთავრობებში? რაში სჭირდებათ მათ “დემოკრატიულ მმართველობაზე” ასეთი შეტევა? საქმე იმაშია, რომ ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის! – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის თქმით, ამ შედეგს ოლიგარქიული ოჯახები თითქოსდა ხალხის ნების გათვალისწინებით მათივე ხელით დაალაგებენ.

“ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე, კონტინენტის, როგორც ერთგვარი კორპორაციის ხელში ჩაგდება დასაკუთრებაში გადაყვანა. ამ შედეგსაც ოლიგარქები თითქოსდა ხალხის ნების გათვალისწინებით, ხალხის ხელით დაალაგებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Ipsos-ის კვლევა და “დემოკრატიაზე” განაწყენებული, გაბრაზებული და უიმედო საზოგადოების წინა პლანზე გამოტანა, რათა შემდეგ მათ მმართველობის ახალი ფორმა “შესთავაზონ”, ეს ახალი ფორმა კი სწორედ კორპორაციული მმართველობა იქნება”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები