ადვოკატი “ნავთლუღის საქმეში“ სამართლებრივ ნონსენსს ხედავს როგორ შეიძლება გყავდეს სამი გარდაცვლილი და ოთხი მკვლელი?!

ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის განაჩენს დაუსაბუთებელსა და უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამას საქმეში არსებული გარემოებებიც ადასტურებს.
როგორც ველიჯანაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, დღემდე არ არის დადგენილი ნავთლუღის ავტოსადგომზე ვინ ვის ესროლა და ვის მიერ ნასროლი ტყვიით დადგა სიკვდლი.
“ეს არის სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. დგანან და ატყუებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, რომ ვიღაცა დაიჭირეს და დანაშაული გახსნენს. “ნავთლუღის სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით: არის სამი გარდაცვლილი და ოთხი მკვლელი: დათა ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე . როგორ შეიძლება გყავდეს სამი გარდაცვლილი და ოთხი მკვლელი, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი. დღემდე არ არის დადგენილი ვინ ვის ესროლა და რომელმა ტყვიამ გამოიწვია სიკვდილი“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ველიჯანაშვილი ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ,რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები