“სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, “ქართული ოცნების” ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან გვაქვს.
“ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ბრალდება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა, ან ამ ძირეული პრინციპის გაუაზრებლობაა, ან ამ უფლების წართმევა. ერთიც და მეორეც შემაშფოთებელია.
“ქართული ოცნების” ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან გვაქვს”, – წერს პაპუაშვილი.