გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 20-21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა „ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“.

“გივი მიქანაძე ერევანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან და პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანთან.

მინისტრი ასევე ეწვევა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები