ობობამ მამაკაცის კანქვეშ 3 დღე იცხოვრა (ვიდეო)
ინტერნეტში საინტერესო ფაქტის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია. ბალიდან ჩამოსულმა ავსტრალიელმა აღმოაჩინა, რომ მის კანკქვეშ მას ეკზოტიკური ობობა შეძვრა. როგორც 22 წლის დილან თომას ყვება, დილით გაღვიძებულმა მან მუცელზე 5 სანტიმეტრიანი ნაიარევი აღმოაჩინა. ის ნაკაწრს უფრო ჰგავდა. ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცმა მას ყურადღება არ მიაქცია.
„მაგაზე არ ვფიქრობდი, ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ნაკაწრი გადიდდა და ზემოთ ამოვიდა“, – ამბობს თომასი.
როდესაც თომასი ექიმთან მივიდა, ნაიარევი მას მთელ მუცელზე მკერდამდე ჰქონდა ამოსული. ექიმების ვარაუდით, ეს ობობის ნაკბენი იყო და ანტიჰისტამინური კრემი შესთავაზეს. შემდეგ დილას გაღვიძებულმა თომასმა აღმოაჩინა, რომ ნაკაწრი წყლულებით იყო დაფარული. მამაკაცი სამედიცინო ცენტრში მიბრუნდა. კანქვეშ თომას პატარა ტროპიკული ობობა აღმოაჩნდა. თომასის დათვლით, ობობამ მის კანქვეშ 3 დღის განმავლობაში იცხოვრა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=i23LpiW67qY” width=”560″ height=”315″]