საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტა დიდი სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა.

ქართველებმა ორი ფრის შემდეგ მალტასთან სტუმრად 5:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა.

დღევანდელი გამარჯვებით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის F- ჯგუფში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები