საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთს უპირისპირდება.

მატჩი, ამ წუთებში, იზმითში მიმდინარეობს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, რითაც მესამე ადგილზეა; თურქეთს კი – 6, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩზე მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. ჯგუფის ლიდერი 9 ქულით ესპანეთია, ბულგარეთს კი 0 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნებისთვის“ ეს გადამწყვეტი შეხვედრაა – მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები