საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება- მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების დღევანდელ თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს.
საქართველოს პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.