თბილისის მერი სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაც სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობას, რომელიც არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სახალხო დღესასწაულიცაა და განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება. ეს დღე არის ერთგვარი სიმბოლო ქართული სახელმწიფოსა და დედა ეკლესიის ერთიანობის, მისი მთლიანობის და სიმტკიცის. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე-სვეტიცხოვლის ძალა და მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო წირვა-ლოცვას კახა კალაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.