“ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ” – საპატრიარქო

“ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები