„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცმანქანების ახალი აგრეგატის საშუალებით გზებზე არსებული პარაპეტები სისტემატურად ირეცხება
„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცმანქანების ახალი აგრეგატის საშუალებით გზებზე არსებული ბეტონის პარაპეტები ინტენსიურად ირეცხება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზაგამყოფები და პარაპეტები კახეთის გზატკეცილზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე და დავით აღმაშენებლის ხეივანში ირეცხება.
„მსგავსი სამუშაოები ღამის განმავლობაში სრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.