სოფელ თათანაანთუბანში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა

,,სოფელ თათანაანთუბანში დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

,,პროექტის ფარგლებში განხორციელდა 300 მეტრამდე ასფალტობეტონის საფარის დაგება, ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტების, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოები შესრულდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტს ახორციელებდა ამხანაგობა ,,გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები