სოფელ სანებელში გზის ასფალტირება დასრულდა

სოფელ სანებელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

,,პროექტის ფარგლებში, ორ მონაკვეთზე დაიგო ჯამში 1200 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზოში შესასვლელები და მიერთებები.
სამუშაოები დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.
პროექტს ახორციელებდა ამხანაგობა „გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები