სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა

,,სოფელ კეხიჯვარში დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

,,პროექტის ფარგლებში განხორციელდა 1179 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარის დაგება გზის 2 მონაკვეთზე, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოები შესრულდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებდა ამხანაგობა ,,გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები