ზამურ ჭითანავა: გამარჯვება მხოლოდ ერთი დღის ემოცია არ არის – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც გუნდი ყოველდღიურად იღებს და ასრულებს

ბოლნისის არჩეული მერი ზამურ ჭითანავა, ახალგაზრდებთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი მირიანაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნაში მონაწილეობდა.

როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, გამარჯვება მხოლოდ ერთი დღის ემოცია არ არის – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც გუნდი ყოველდღიურად იღებს და ასრულებს.

„ბოლნისი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და კიდევ უფრო ლამაზი. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა და ერთიანობა,“ – აღნიშნა ბოლნისის არჩეულმა მერმა ზამურ ჭითანავამ.

აღნიშნული ღონისძიება მუნიციპალიტეტის სისუფთავისა და მიმზიდველი იერსახის შენარჩუნებისკენ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები