ქალების იმიჯი ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი
ვერძი ქალისთვის სამოსი, უმთავრესი იარაღია, საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოსავლენად, აქედან გამომდინარე იგი არანაირი სახის ექსპერიმენტს არ ერიდება ამ მხრივ და დაწყებული ავანგარდული ვარცხნილობით, დამთავრებული უახლესი მოდური ტენდენციების მქონე ტანსაცმლის ტარებით იგი ნებისმიერი სახის ნოვაციის დასატესტად მზადაა საკუთარ თავზე. უფრო მეტიც, ხშირად იგი თავადაა ყველა ამ სიახლის ავტორ-შემსრულებელი და დამნერგავი სუსტის სქესის წარმომადგენელთა შორის. კიდევ ერთი სისუსტე, რაც ვერძ ქალს დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსნებისგან მკვეთრად გამოარჩევს, ვარცხნილობის და ზოგადად თმის ხარისხისა და ფერის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებაა. მოგეხსენებათ, ვერძი თავით იმართება, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, ის თუ რატომ ანიჭებენ ვერძები ასე დიდ მნიშვნელობას სტილისტის სწორად შერჩევის საკითხს და რატომ იცვლიან ვარცხნილობას, განწყობისა და ემოციური მდგომარეობის ცვალებადობის მიხედვით.
კურო
კუროს სილამაზის მფარველი პლანეტა ვენერა მართავს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი კურო ქალი დაბადებიდან ესთეტია. კუროში ვენერა თავს სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ უზომო სიყვარულით უფრო ავლენს, ვიდრე დახვეწილი ჩაცმა-დახურვისადმი მიდრეკილების კუთხრით. მიუხედავად ამისა, კუროებს შორისაც არაერთი მოდური და უნიკალური სტილის მქონე ცნობილი ქალბატონი გვხვდება. კუროებს პასტელური ფერის სამოსი, ბეწვეული და დიდი ზომის, მასიური სამკაულები იზიდავთ. კურო ყელით იმართება, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს, ასტროლოგები ურჩევენ აქტიურად ატარონ წლევანდელი წლის ჰიტად ქცეული მასიური ყელსაბამები და ბისერებით გაწყობილი, დეკორატიული საყელოები.
ტყუპები
პლანეტა მერკური, რომელიც ტყუპების მფარველად ითვლება, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს გასაოცარ ქალურობას, მაცდურ შარმს, დახვეწილ გემოვნებას და თანდაყოლილ სტილის შეგრძნებას ანიჭებს.ქალი ტყუპი ყოველთვის ორიგინალურად იმოსება და მათი უმრავლესობა ჩაცმულობაში ნათელი ფერების გამას ანიჭებს უპირატესობას. ერკურით მართულ, ჰაეროვან მანდილოსნებს იმიჯის ხშირი ცვლილებისკენაც ისეთივე ინტენსივობით გააჩნიათ მიდრეკილება, როგორც ხასიათის ცვალებადობისკენ. ამიტომ დღეს თუ ფაფუკი კულულებით მოგაჯადოვათ, ხვალ ბიჭურად თმაშეჭრილი გამოგეცხადებათ და ამით მის ქალურ ხიბლს არაფერი დააკლდება, ეს იმიტომ რომ ნებისმიერ იმიჯს ტყუპის მოქნილი ბუნება, გასაოცარი ოსტატობით ერგება და იხდენს.
კირჩხიბი
კირჩხიბი „მთვარეულია“ – აქედან გამომდინარე, მფარველი მთვარის გავლენით ეს ქალები ყველაზე ამოუცნობი, ხასიათცვალებადი და იდუმალი არსებები არიან.თანდაყოლილი გარდასახვის უნარის გამო კიბო ქალები, სამოსის არჩევის მხრივაც გასაოცარი მრავალმხრივობით გამოირჩევიან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხასიათზეა კირჩხიბი, მთვარის ფაზების გავლენის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დღეს თუ თინეიჯერი გოგონასავით გამოწყობილი გამოგეცხადათ, ხვალ შესაძლოა „ქალი-ვამპის“ იმიჯიც ოსტატურად მოირგოს და საკუთარი ვიზუალური ცვლილებებით გაგაოგნოთ. კირჩხიბ ქალს ძალიან უყვარს ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულები, ე.წ „ჰენდმეიდი“ აქსესუარები და რბილი, ნაზი ფაქტურის მქონე მასალისგან შეკერილი სამოსი, რომელშიც თავს ერთდროულად კომფორტულად და ლამაზ იგრძნობს.
ლომი
ლომი ქალები ეპატაჟურები, ამბიციურები და უზომოდ თავმოყვარეები არიან. აქედან გამომდინარე, ის თუ როგორ გამოიყურება , რამდენად ძვირადღირებული სამოსი აცვია და ზოგადად, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს საზოგადოებაზე, ნებისმიერი ქალი ლომისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ლომებს მოსწონთ მბზინავი, ბრჭყვიალა, ბისერებითა და ძვირფასი თვლებით მორთული ე.წ „სამეფო სტილის“ სამოსი. ტონალობის მხრივ კი, განსაკუთრებით უყვართ ოქროსფერი, ჩალისფერი და ყვითელი.მისთვის აუცილებელია ატაროს თუნდაც მცირე რაოდენობის, მაგრამ ძვირფასი ხარისხის (სასურველია ოქროსგან ან თეთრი ოქროსგან დამზადებული) სამკაული და არავითარი ვერცხლი ან ბიჟუტერია.
ქალწული
ქალწული ისევე როგორც ტყუპი, პლანეტა მერკურის გავლენის ქვეშაა. თუმცა ტყუპისგან განსხვავებით ქალწულებში მერკური ყიდვა-გაყიდვა-კომერციის ნიჭით უფრო ვლინდება, ვიდრე გარეგნული მონაცემებით.მიუხედავად ამისა, ძალზე იშვიათად შეხვდებით ქალწულს, რომლის ვიზუალიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს თქვენზე. ქალწულების უმრავლესობას, კონსერვატორულად ჩაცმა-დახურვა უყვარს. მათთვის სამოსის არჩევისას მთავარი, მისი ხარისხი და კომფორტულობაა, ვიდრე რაოდენობა ან ფასი. აქედან გამომდინარე, ქალწულები სადად, მაგრამ გემოვნებით და დახვეწილად იმოსებიან. ქალწულებს როგორც წესი, იშვიათად იზიდავთ დიდი, მასიური და ბრჭყვიალა სამკაულები. მათთვის გაცილებით მისაღებია მომცრო ზომის და დახვეწილი დიზაინის მქონე აქსესუარები.
სასწორი
მფარველი პლანეტა ვენერას გავლენით, სასწორი ქალები ზოდიაქოს დანარჩენ წარმომადგენლებს შორის, ყველაზე უფრო დახვეწილი სტილით და თანდაყოლილი, უზადო გემოვნებით გამოირჩევიან. სასწორი ქალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას, ბუნებამ განსაკუთრებული სილამაზე არ უბოძა, ყოველთვის შარმიანი და სასიამოვნო გარეგნობისაა. სამოსს სასწორი პირველ რიგში ფერის მიხედვით ირჩევს, მისთვის აუცილებელია ფერთა გარკვეული გამა არ დაირღვეს მთლიან ანსამბლში. აქედან გამომდინარე ფიქრს იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი აქსესუარი, რომელ კაბასთან ან შარვალთან ერთად ატაროს, ქალი სასწორი დიდ დროს უთმობს.მისთვის ჩაცმა-დახურვის საკითხი, თავისებურ „ესთეტიურ გართობას“ წარმოადგენს, რომლითაც იგი, სიამოვნებით ირთობს თავს მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მორიელი
იდუმალებას პლუს სექსუალურობა, აი ის მთავარი პრიორიტეტები, რომელსაც მორიელი ქალი სამოსის არჩევისას ითვალისწინებს. ამიტომ გასაკვირი არ არის ალბათ ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ყველაზე მეტად უყვართ სათვალეების ტარება. მორიელი ქალი, სამოსის შერჩევისას პირველ რიგში მის კომფორტულობას ითვალისწინებს, შემდეგ ამისა ხარისხს და იმას თუ რამდენად კარგად გამოკვეთს იგი მის ქალურ ფორმებს. რაც შეეხება სამკაულებს, ამ მხრივ ბევრი მორიელი მინიმალიზმის მომხრეა, აქედან გამომდინარე ბოშა ქალივით ბეჭედ-სამაჯურ ასხმულ მორიელს იშვიათად შეხვდებით.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მამაკაცური პლანეტა იუპიტერი მფარველობს, ლეგენდარული კენტავრი ნახევრად ცხენი – ნახევრად ადამიანი. ქალი მშვილდოსანი, მომხიბვლელი, სექსუალური და უზომოდ ენერგიული არსებაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, სამოსის არჩევისას პირველ რიგში მის კომფორტულობას ანიჭებენ პრიორიტეტს და უკვე შემდეგ უყურებენ მის ფასს და ხარისხს. ქალი მშვილდოსანების უმეტესობას, გამორჩეულად უყვარს ე.წ „სპორტული სტილის“ ჩაცმულობა და ძალიან ხშირად შეხვდებით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს (განურჩევლად ასაკისას) კედებით, დახეული ჯინსებით და წარწერებიანი, თინეიჯერული მაისურით შემოსილს.
თხის რქა
მიუხედავად მმართველი პლანეტა სატურნის ერთობ პირქუში ბუნებისა, ქალი თხის რქის ხასიათში მისი დადებითი მხარე – კონსტრუქციის და ფორმის უზადო აღქმა, ძალზე ხშირად სწორედ რომ ჩაცმა-დახურვის საკითხში ვლინდება. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, ერთი შეხედვით ცივი, კონსერვატორული სილამაზით გამოირჩევიან. თხის რქა ქალი, დახვეწილი ჩაცმის სტილით გამოირჩევა, მაგრამ არც სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების ჩატარებას ერიდება სამოსის მხრივ, თუმცა ნებისმიერი ქაოსი რასაც იგი საკუთარი იმიჯის მეშვეობით შექმნის, ყოველთვის ეფუძნება გააზრებულ წესრიგს, რომელიც ჩაცმულობაში აქსესუარების, ფერთა გამის და ფაქტურის თანხვედრის პრინციპზეა აგებული.
მერწყული
მერწყული ყველაზე არაპროგნოზირებადი და ამოუცნობი ბისექსუალი პლანეტის – ურანის გავლენის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, მერწყული ქალების გემოვნება და ჩაცმის სტილი ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე თვალშისაცემი და ექსტრა-ორდინალურია. იმის გამო, რომ ურანი მომავლის სიხშირის მქონე პლანეტაა, მერწყულ ქალებს ჩაცმაშიც, ისევე როგორც ყველაფერში ამ ქვეყნად, ნოვატორული იდეების დემონსტრირება ახასიათებთ. მათ შეუძლიათ ბებიის ნაქონი კორსეტი და დახეული ჯინსები მოხდენილად ატარონ ერთად, კაბაზე სვიტერი გადაიცვან, თმები ფოსფორისფრად შეიღებონ და ა.შ. მერწყულებს უყვართ ფირუზსიფერი და ამ ფერის ნებისმიერი გრადაცია ჩაცმულობაში. ასევე ფერადი სამკაულები და სხვადასხვა სახის თავსაბურავები. თუმცა ხშირად არც ე.წ „უნისექსის“ სტილის იმიჯზე ამბობენ უარს.
თევზები
თევზების ზოდიაქოს მმართველად პლანეტა ნეპტუნი ითვლება – ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი და ცვალებადი პლანეტა. ქედან გამომდინარე, თევზ ქალებს ჩაცმა-დახურვის საკითხში მრავალფეროვნებისკენ მიდრეკილება ახასიათებთ. თუმცა გასაოცარი ქალური ხიბლის გამო, რომელსაც მათ სწორედ ზემოთხსენებული ნეპტუნი ანიჭებთ, ქალთევზების უმრავლესობას აქვს უჩვეულო ნიჭი, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უბრალო სამოსიც კი მოხდენილად ატაროს.თევზებს უყვართ ნაზი, ნატიფი აქსესუარები, ნაქსოვი და რბილი, ფაფუკი ფაქტურის მქონე სამოსი. ხავერდის, ატლასის, აბრეშუმის ან ტრიკოტაჟის კაბები.