ჩინეთში ხორთუმიანი და უპირო გოჭი დაიბადა

ჩინეთში უჩვეულო არსება გაჩნდა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ მეურნეობაში ღორმა უპირო გოჭი გააჩინა, რომელსაც სპილოსნაირი ხორთუმი აქვს. დეფექტი 8 დაბადებულ გოჭს შორის მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. როგორც „ვესტი. რუ“ წერს, ცხოველი ერთ-ერთი სერიალის – „სამხრეთ პარკის“ ეპიზოდს გვაგონებს, რომელმაც მიიღო მეორე სახელწოდება – „სპილო ღორთან სიყვარულითაა დაკავებული“.
ცნობილი გახდა, რომ ღორი, რომელმაც ხორთუმიანი გოჭი გააჩინა, 250 კილოგრამს იწონიდა.
გოჭი დაბადებიდან 2 საათში გარდაიცვალა. ფერმერმა ის გაყინა, რომ შემდგომში „ბუნების საოცრება“ ახლობლებისთვის ეჩვენებინა, – წერს The Shanghaiist-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები