ოზურგეთში ჩოგბურთის სამოყვარულო ღია ტურნირი – „ოზურგეთის თასი 2025″ ჩატარდა

ოზურგეთში ჩოგბურთის სამოყვარულო ღია ტურნირი – „ოზურგეთის თასი 2025″ ჩატარდა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირს, ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო ცენტრი 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
,,ფინალური დღე, საზეიმო ღონისძიებითა და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
► ქალები ერთეული:
I ადგილი – ანა რაზმაძე
II ადგილი – მზევინარ შარაშენიძე
► კაცები ერთეული:
I ადგილი – გიორგი მარგველაშვილი
II ადგილი – თამაზ არეშიძე
► წყვილები:
I ადგილი – გიორგი მარგველაშვილი, თამაზ არეშიძე
II ადგილი – ზურაბ პაქსაძე, გიორგი კახიძე
► შერეული წყვილი:
I ადგილი – მარიამ ბეჭვაია, თამაზ არეშიძე
II ადგილი – ანა რამაზაშვილი, ნიკოლაი პადეროვი
„სამოყვარულო ტურნირი, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში (“მიქსდ დაბლ” ფორმატში) ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართა, წყვილთა შორის თამაშები კი Pro-Am პრინციპით. ტურნირში 65 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მადლობას ვუხდი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას და მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაცია “სმეშს” მხარდაჭერისთვის და თანაორგანიზებისთვის. მადლობა ტურნირის მონაწილეებს და გულშემატკივრებს!,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირს ორგანიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ გაუწია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები