სულხან თამაზაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შუახევის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე, წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნავდა და თავდაუზოგავი შრომით გააგრძელებს ხალხის სამსახურში ყოფნას.

,,დღეს ქართველი ხალხის ნება არის მშვიდობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ ერთად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეებს და ერთად დგომით, აუცილებლად შევძლებთ მუნიციპალიტეტების გაძლიერებას,” – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

შუახეველ მხარდამჭერებს, ომარ ტაკიძესთან ერთად, სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა იაგო დავითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები