ამერიკელ ქალბატონს facebook- ზე ატვირთული ფოტოს გამო ციხე ემუქრება
უცხოური მედიის ინფორმაციით, ვირჯინიის შტატის ოგასტას მოსახლეს სამი შვილის დედას 28 წლის რეიჩალ ლინ კრეიგს, facebook- ზე 22 წლის გოგოს ფოტოების ატვირთვისთვის ბრალი წაუყენეს.
იმ შემთხვევაში თუ ამერიკელ ქალბატონს ბრალდება დაუმტკიცდება, მას ერთი წლის თავისუფლების აღკვეთა ან 2,5 ათასი დოლარის ჯარიმა ემუქრება. news.com.au- ის ინფორმაციით, კრეიგმა შურისძიების მიზნით განათავსა ინტერნეტში ყოფილი ბოიფრენდის ტელეფონიდან ამოღებული მისი შეყვარებული გოგოს ფოტოები, საიდან ჰქონდა კრეიგს ფოტოები გაურკვეველია.
1ივლისიდან ვირჯინიაში კანონიერად აიკრძალა სოციალურ ქსელში შიშველი ადამიანების ფოტოს ან ვიდეოს ატვირთვა, ადრესატთა დასტურის გარეშე. ამერიკაში მას „შურისძიების პორნო“-ს უწოდებენ (revenge porn).