„უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, 26 ქვეყანა მზადყოფნას გამოთქვამს“ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 26 ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას, უკრაინას დახმარება გაუწიოს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და ამოქმედდება უსაფრთხოების გარანტიები.

მაკრონის თქმით, ეს დახმარება შესაძლოა მოიცავდეს სამხედრო ძალების გაგზავნასაც.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მიზანი უკრაინის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებაა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვება უწოდა იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები