ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის შესახებ მცხეთა-მთიანეთში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე, ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო მენთეშაშვილი და სააგენტოს ვეტერინარები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გოჩა ქავთარაძე და თეიმურაზ ბექაური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის, სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კოორდინირებულად მუშაობა უმნიშვნელოვანესია.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები