WSJ: აშშ-მა ირანთან სამკვირიანი კონფლიქტის დროს 2.9 მილიარდ დოლარამდე ზარალი განიცადა
ირანთან შეიარაღებული კონფლიქტის პირველი სამი კვირის განმავლობაში, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჯამში 2.9 მილიარდ დოლარამდე ზარალი განიცადა.
ეს შეფასება The Wall Street Journal-თან (WSJ) ელეინ მაკკასკერმა გააჟღერა, რომელიც ადრე თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მისი თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნიკისა და დაზიანებული აღჭურვილობის ჩანაცვლების ზარალი 1,4-დან 2,9 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.
უფრო მაღალი შეფასება ითვალისწინებს აშშ-ს სამხედრო ბაზაზე განლაგებული კატარის რადარის დაზიანებას.
WSJ აღნიშნავს, რომ ზარალის ძირითადი ნაწილი ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა გამოიწვია.