ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური და პროფესიული სივრცეების დაახლოებას, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას. აღნიშნული თანამშრომლობა, სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია KIU-ს სტუდენტებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ბიუროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები კომპიუტერული, კრიმინალისტიკური და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიმართულებების სპეციფიკისა და პრაქტიკის შესახებ. ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტაჟირების პროგრამების შესახებ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომელიც KIU-ს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები