თენგიზ შარმანაშვილი: კონკრეტული ჯგუფების მცდელობას, რომ ეკლესიის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინათ, პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა
“კონკრეტული ჯგუფების მცდელობას, რომ ეკლესიის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინათ, პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი.
„მიზანი აქვს ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს თვალნათლივ ვიხილეთ, ეს მონაყოლი ხომ არ არის?! ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ ამ დღეებში რა მოხდა. როგორი ერთგულები აღმოჩნდნენ საქართველოში მისი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელი. რა თქმა უნდა ეს ბევრს არ აწყობს, არ აწყობთ მათ ვისაც არ უნდა, რომ რაიმე ავტორიტეტი არსებობდეს საქართველოში შეუბღალავი და შეულახავი. აგრძელებენ ამას, ამას აკეთებდნენ პატრიარქის სიცოცხლეშიც, პატრიარქი, რომ ავად იყო, ბოლო დღეებში – მაშინაც. რომ გარდაიცვალა და ჯერ მიწისთვის არ გვყავდა მიბარებული, მაშინაც კი კადრულობდნენ ამას ყველაფერს, ახლაც აგრძელებენ. ასე რომ ახალი არაფერი ხდება. ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.