შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები ჰელსინკის კომისიის პირადი პატიმრები არიან

“ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ორგანიზაციები უბიძგებენ მათ დანაშაულის ჩადენისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები და განცხადებები.

„ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები და ა.შ. იყენებენ ქართველებს, მათ არც არაფერი აკლდებათ ამით. ჩვენს მოქალაქეებს უბიძგებენ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ სხვადასხვა განცხადება გამოაცხონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები