“აღარ განვმარტავ, თუ რას შეიძლება, ნიშნავდეს, როდესაც გერმანიის ელჩი აქებს და აქეზებს მათ, რომელთა იდეოლოგიაც არასასურველი პირების დეჰუმანიზება და ღირსების აყრაა” – პაპუაშვილი

“თუ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საერთაშორისო სამართალს ლახავს, მოძალადეების ღია მხარდაჭერა და ღირსების შელახვის ნორმალიზება ფუნდამენტურ, ყველასთვის საერთო და სავალდებულო ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი,  სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

“ფოტოზე, მარცხნივ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერია, მარჯვნივ – ექსტრემისტი აქტივისტი ანა ფრიდონაშვილი, რომელიც მისთვის არასასურველ პოლიტიკოსს “ბიომასას” და “მონას” უწოდებს.

ორივე იარლიყის მიზანი ადამიანის დეჰუმანიზებაა, მისთვის ადამიანური ბუნების წართმევა, უუფლებო, ადამიანური ნიშნის არმქონე “არსებად” წარმოჩენაა, რათა საკუთარ მიმდევრებს მასზე ძალადობის მორალური ბარიერი მოუხსნან.

მე აღარ განვმარტავ და ტერმინოლოგიურად აღარ დავამძიმებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს, როდესაც გერმანიის ელჩი აქებს და აქეზებს მათ, რომელთა იდეოლოგიაც არასასურველი პირების დეჰუმანიზება და ღირსების აყრაა.

უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საერთაშორისო სამართალს ლახავს, მოძალადეების ღია მხარდაჭერა და ღირსების შელახვის ნორმალიზება ფუნდამენტურ, ყველასთვის საერთო და სავალდებულო ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები