დავით ნებიერიძე რადიკალების მიერ თეა წულუკიანის შესახებ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ექსპერტი დავით ნებიერიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის მისამართით აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

“თუ ძმა ხარ რა. ბოდიში არა, ტოროლა”, – განუცხადა ნებიერიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას”.

შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა დღეს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ის მეორედ დაოჯახდა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად წულუკიანიც, რომელმაც თქვა, რომ “ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებს, არღვევს ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები