უძველესმა თევზებმა პირველებმა გამოსცადეს სექსი
მეცნიერების მტკიცებით, თევზი, რომელიც 385 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ლათინური დასახელება Microbrachius dicki-ით არის ცნობილი, ცოცხალი ორგანიზმის პირველი სახეობა იყო, რომელმაც რეპროდუქციისთვის სექსი გამოიყენა. თევზი სიგრძით დაახლოებით 8 სანტიმეტრი იყო და დღევანდელი შოტლანდიის ტერიტორიაზე ტბებში ცხოვრობდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება.
„ეს, მართლაც, დიდი ნაბიჯია – ჩვენ ევოლუციის იმ მომენტის შესახებ გავარკვიეთ, როდესაც ცოცხალ არსებებს შიდა განაყოფიერების პროცესი დაეწყოთ. პირველი აქტი განხორციელდა პოზიციაში, რომლის დროსაც თევზები ერთმანეთს გვერდულად ეხებოდნენ, როგორც ცეკვის დროს“, – განაცხადა ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ლონგმა.