“ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს” – ინფექციონისტი
“ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც”, – წერს ინფექციონისტი.