მერცი: წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი წარსულს ჩაბარდა

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი წარსულს ჩაბარდა, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე (MSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბავარიის დედაქალაქში, 13-15 თებერვალს იმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე დაახლოებით 100 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.

მერცმა აღნიშნა, რომ კონფლიქტებისა და დიდ სახელმწიფოებს შორის ინტერესების დაპირისპირების გამო, საერთაშორისო წესრიგს კრიზისი ემუქრება.

“ევროპამ დაასრულა მსოფლიო ისტორიიდან ხანგრძლივი შვებულება. ჩვენ კვლავ გადავლახეთ ეპოქის ზღვარი, რომელიც ღიად ხასიათდება ძალის გამოყენებითა და დიდი სახელმწიფოების პოლიტიკით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმაზ

მისივე თქმით, მიმდინარე გლობალური პირობები ახალი რეალობის გააზრებასა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გამყარებას მოითხოვს.

„დიდი ძალების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ ითვლება. ის საფრთხის ქვეშაა. ამ თავისუფლების დაცვა მოითხოვს სიმტკიცეს და ნებისყოფას. ეს მოითხოვს ცვლილებების, ადაპტაციისა და, დიახ, მსხვერპლის გაღების სურვილსაც კი, არათუ როდისმე, არამედ ახლავე“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები