ზურაბ ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანზე: უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებმა “დიფ სთეითის” დავალებით ყურებით დაითრია, ორიოდ კაპიკს უხდიან და სისულელეს ალაპარაკებენ, იმდენად უტიფარია, რომ ნაცვლად პირის დაკუმვისა, უკვე პოლიტიკური დავალებების შესრულებასაც აღარ ერიდება 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ მიზანი ევროპასთან ხიდის ჩატეხვაა.

ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანს უტიფარს უწოდებს და აცხადებს, რომ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს „დიფ სთეითის“ დავალებით ყურებით ჰყავთ დათრეული და მათ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ამ წვრილფეხა აგენტმა, ბიძინა ივანიშვილთან საქმიანობის დროს დამქირავებელს ნახევარი მილიონი მოჰპარა.

როდესაც ქურდობის ფაქტზე გამოიჭირეს – მუხლმოდრეკილი ითხოვდა პატიებას და დროს, თანხის დასაბრუნებლად. არსებობს ამ ამბის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, თანაც უამრავი.

შემდეგ, როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა “დიფ სტეიტის” დავალებით ყურებით დაითრია, ორიოდ კაპიკს უხდიან და ამ სისულელეს ალაპარაკებენ.

იმდენად უტიფარია, რომ ნაცვლად პირის დაკუმვისა, უკვე პოლიტიკური დავალებების შესრულებასაც აღარ ერიდება და ვფიქრობ, მალე მოვა დრო, რომ საზოგადოება დეტალურად გაიგებს ამბავს მისი ქურდბობის და უცხო ქვეყნის ძალებთან თანამშრომლობის შესახებ“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები