“შეგვიძლია, წინასწარი დიაგნოზი გამოვიტანოთ, რომ ზელენსკი, რაღაცებზე დაითანხმეს, რაზეც ადრე არ თანხმდებოდა” – ანჯაფარიძე

“ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა საჯაროდ(!) განაცხადა: Substantial progress made… in many ways. შეგიძლიათ დაგუგლოთ, ან თუ იცით ინგლისური კი მიხვდებით, რომ “Substantial” ნიშნავს “არსებითს,” “მნიშვნელოვანს,” ხოლო “progress” – წინსვლას ამ კონტექსტში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დავამატოთ ამას, განმარტება – in many ways, რაც (ამ კონტექსტში!) ნიშნავს “ბევრი მიმართულებით,” და ალბათ შეგვიძლია, წინასწარი(!) დიაგნოზი გამოვიტანოთ, რომ ზელენსკი შესაძლოა, რაღაცებზე დაითანხმეს, რაზეც ადრე არ თანხმდებოდა. ჩანდა ზელენსკის სხეულის ენით.

ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა ნეგატიური სცენარით რომ წარმართულიყო, სავარაუდოდ, ტრამპის განცხადებაც სხვანაირი იქნებოდა – ნაკლებად ოპტიმისტური”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები