“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება – ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია,  აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით” – მაჭავარიანი

“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება – ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია,  აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით”, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

ის ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს.

„ჩვენ ეს ვიხილეთ ნოემბრის აქციებზე ამ დატრენინგებული ათასობით ადამიანისგან, რომელთა ნაწილი ფრანკლინის კლუბს წარმოადგენს, ნაწილი კონკრეტულად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის ფლანგია, ნაწილი მდიდარი “ენჯეოების” აქტივისტები არიან და იმავეს ვუყურებთ ახლა ჩვენ ლიეტუვაში. თუმცა ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით”, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები