ბრიტანელმა მეცნიერებმა ტუტანჰამონის ყველაზე დეტალური პორტრეტი შექმნეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის ყველაზე დეტალური პორტრეტი შექმნეს. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი აცხადებს. ტუტანჰამონის პორტრეტი „ვირტუალური აუტოპსიის“ – მუმიის ანატომიური სახასიათო ნიშნების ანალიზის საფუძველზე გარეგნობის კომპიუტერული მოდელირების გზით აღადგინეს. კვლევის სრული შედეგები დოკუმენტურ ფილმში „ტუტანჰამონი: გახსნილი სიმართლე“ იქნება წარმოდგენილი. ფილმი შემდეგ კვირას „ბი – ბი- სის“ ეთერში იქნება ნაჩვენები.
მეცნიერების აზრით, 19 წლის ასაკში გარდაცვლილი ტუტანჰამონის გარეგნობა არცთუ ისე მომხიბვლელი იყო. შეგახსენებთ, რომ ტუტანჰამონი ეგვიპტეს ჩვენ წელთ აღრიცხვის 1332-1323 წლებში მართავდა. ისტორიკოსები მას ფარაონ ეხნატონის – ნეფერტიტის ქმრის შვილად მოიხსენიებენ. ტუტანჰამონის დედა კი ეხნატონის სხვა ცოლი იყო. ტუტანჰამონის სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. ერთი ვერსიით, ის მოკლული იყო. ზოგი ამბონს, რომ ტუტანჰამონი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. იმპერატორის სამარხი მისი გახსნის მომენტამდე – 1922 წლამდე ხელშეუხებელი აღმოჩნდა. ტუტანჰამონის სამარხის გახსნა – მე-20 საუკუნის უმსხვილეს არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები