უკრაინამ რუსეთიდან კიდევ 84 ტყვე დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 33 სამხედრო მოსამსახურე და 51 სამოქალაქო პირი დაიბრუნა,- ამის შესახებ ოფიციალურმა კიევმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გათავისუფლებული სამხედროები და მოქალაქეები უკვე უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
გაცვლა საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით გაიმართა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან 84 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა.