მარტვილში ბაღების მშენებლობა მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, გურძემის და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაღების მშენებლობა დაათვალიერეს. ინფორმაციას, მარტვილის მერია ავრცელებს.
,,საბავშვო ბაღების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ახალ საბავშვო ბაღებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. საბავშვო ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ახალი სასწავლო წლიდან პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ერთეულებში. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს”,- წერია ინფორმაციაში.