პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს
პაკისტანის პოლიციაზე მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა და რვა დაიჭრა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად სამძებრო ოპერაცია დაიწყო, დაშავებულები კი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეამბოხეების წინააღმდეგ სამთავრობო ოპერაციის შედეგად 100 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პაკისტანის მებრძოლმა დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ (TTP) აიღო, რომელიც ავღანელ თალიბანთან კავშირშია.
TTP რამდენიმე დაჯგუფებისგან შედგება. ის სახელმწიფოს წინააღმდეგ 2007 წლიდან, მთავრობის დამხობისა და ისლამური კანონის საკუთარი ვერსიით ჩანაცვლების მიზნით იბრძვის.