1937 წლის 14 აგვისტოს დაბა ქვიშხეთში მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრეს

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების თარიღს – 1957 წლის 14 აგვისტოს – მისი ქალიშვილის – ქეთევანის წერილით ეხმაურება:

„14 აგვისტო – დაპატიმრება!
1937 წლის 14 აგვისტოს დაბა ქვიშხეთში დააპატიმრეს მიხეილ ჯავახიშვილი.
მწერლის ქალიშვილი ქეთევანი იგონებს: „ხმაურმა გამაღვიძა, ასე დილის 6-7 საათი იქნებოდა. კაცის შეკითხვა მე მკაფიოდ გავიგონე: ჯავახიშვილი სად არისო. მამას ოთახში გიჟივით შევიჭერი.. მამა ლოგინში იწვა, მის თავთან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მაღალი კაცი იდგა.
მამამ იგრძნო უხერხულობა და მითხრა: „არაფერია ქეთო, შენ წადი, ჩაიცვი’“. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ისინი ორნი მოვიდნენ მამას წასაყვანად. ამ დროს დედა ჩვენთან მოიჭრა. ის მიხვდა, რომ ბერიამ მამაზე შური იძია და უთხრა მამას:
მე ხომ გეუბნებოდი, არაფერს არ გაპატიებსო.
დღესაც ხშირად დამიდგება ხოლმე თვალწინ მამა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი, თავისი განუშორებელი ჯოხით ხელში ოთახიდან რომ გადის“…

წყარო:  ქეთევან ჯავახიშვილი –  „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება“. 1991წ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები