მელანია ტრამპი ჰანტერ ბაიდენს დისკრედიტაციის ბრალდებით უჩივლებს
აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უჩივლებს, რადგან ბაიდენმა ტრამპი სექსუალურ დამნაშავესთან, ჯეფრი ეპშტეინთან დააკავშირა,- ინფორმაციას, “ბიბისი” ავრცელებს.
სარჩელის წინაპირობა ჰანტერ ბაიდენის მიერ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ეპშტეინმა მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს გააცნო. მელანია ტრამპის ადვოკატის განცხადებით, ეს ბრალდება სრულიად ცრუა და მიზნად დისკრედიტაციას ისახავს.
სანაცვლოდ, ტრამპის იურისტები ითხოვენ, რომ ბაიდენმა საჯაროდ უარყოს განცხადება და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლოში გაგრძელდება.
ბაიდენის მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.