ნეთანიაჰუმ ღაზას ოკუპაციის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

“ისრაელის თავდაცვის ძალები მოემზადებიან ქალაქ ღაზაზე კონტროლის ასაღებად, ამავდროულად, საბრძოლო ზონების გარეთ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ“, – განაცხადა მან.

გეგმის მიხედვით, სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზას სამოქალაქო მმართველობა არაბულ ძალებს ან საერთაშორისო მხარდაჭერით შექმნილ ადმინისტრაციას გადაეცემა. თუმცა კონკრეტული ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები