კენიაში მცირე სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციის კუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იუწყება.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ამრეფ მფრინავი ექიმების“ ცნობით, „ცესნას“ თვითმფრინავი ხუთშაბათს შუადღისას უილსონის აეროპორტიდან აფრინდა და სომალის ქალაქ ჰარგეისაში მიემართებოდა, როდესაც ნაირობის გითურაის რაიონში საცხოვრებელ შენობას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

კიამბუს ოლქის კომისარმა, ჰენრი ვაფულამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ექიმები, ექთნები და პილოტი, ასევე დაიღუპა მიწაზე მყოფი კიდევ ორი ადამიანი, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად კენიის თავდაცვის ძალები და ეროვნული პოლიციის სამსახური იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები