აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები