მამუკა მდინარაძე – თორნიკე რიჟვაძეზე: როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს
როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა.
„შინაგან საქმეთა მინისტრისგან გავიგეთ თქვენც და ჩვენც, რომ კამერები იყო, კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. მერე ათასი მანიპულაცია იყო, სისულელეები, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ, იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ორი წევრი, მასპინძელი და მასპინძლის მეზობლები. ისინი დაიკითხებიან დეტალურად.
მე მასთან ახლა არ მაქვს კომუნიკაცია, რადგან ტელეფონი არ აქვს და კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ აქვს. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ არის უკეთ და უკეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.