მამუკა მდინარაძე: დღეის მდგომარეობით მზია ამაღლობელი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და სისხლის სამართლის დამნაშავეს მინიმალური სასჯელი შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს
დღეის მდგომარეობით მზია ამაღლობელი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ასე მიიჩნია ქართულმა სასამართლომ და ქართველმა მოსამართლემ. სისხლის სამართლის დამნაშავეს მინიმალური სასჯელი შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა სტანდარტი თავდასხმისათვის ამ შემთხვევაში არ იყო საკმარისი და შესაძლებელია ეს ყოფილიყო მინიმუმ საეჭვო გარემოების გარეშე და ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ეს იყო წინააღმდეგობის გაწევა და გამოიტანა შესაბამისი განაჩენი და უფრო მსუბუქი განაჩენი დადგა. რადგან გადააკვალიფიცირა, ჩემი აზრით, მან მიიჩნია, რომ შესაძლებელია ის დანაშაულიც ყოფილიყო ჩადენილი რაშიც ბრალი ედებოდა და იმ დანაშაულსა და იმ დანაშაულს შორის, რომლითაც დააკვალიფიცირა საბოლოოდ სასამართლომ, მაინც უტყუარობის სტანდარტი დაკმაყოფილდა მოსამართლის აზრით, მეორე დანაშაულზე, ჩემი აზრით, ამიტომ არ მიუსაჯა მინიმუმი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს მზია ამაღლობელი, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: მე ამ მოლოდინების შესახებ ვერაფერს გეტყვით.
„მიხეილ ყაველაშვილი უკარგესი ადამიანია, პატრიოტი ადამიანია და მე არ შეიძლება მას ვურჩიო რაღაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა