მამუკა მდინარაძე: პრაქტიკულად დამთავრებული გვაქვს მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების შერჩევა – კანდიდატების დაახლოებით ნახევარი იქნება განახლებული შემადგენლობა

უახლოეს დღეებში წარვადგენთ მუნიციპალიტეტებში მერების კანდიდატებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ პრაქტიკულად დამთავრებული გვაქვს მუნიციპალიტეტების მერების კანდიდატების შერჩევა. კანდიდატების დაახლოებით ნახევარი იქნება განახლებული შემადგენლობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები