კახა კალაძე – მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მის მომავალზე

ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, – ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული კანდიდატები დაიცავენ მომავალში მოსახლეობის ინტერესებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში.

„გაგაცნობთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. ჩემო თბილისელებო, ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მომავალზე. ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში; აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად; იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! – ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის საქმით დამტკიცებული რეალობა, რასაც შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ გავამართლოთ თქვენი ნდობა და მეტი სიკეთე შევძინოთ თბილისს. გვჯერა, თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, რადგან გვჭირდება გამარჯვებული საქართველო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

მთაწმინდის რაიონი – ზურაბ აბაშიძე;

ვაკის რაიონი – ალექსანდრე ასათიანი, ბექა გელენავა;

საბურთალო – ბექა მიქაუტაძე, არჩილ ნიჟარაძე, შალვა პერანიძე;

კრწანისის რაიონი – ლევან ჯაფარიძე;

ისნის რაიონი – კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი, დავით ხაბეიშვილი;

სამგორის რაიონი – გიორგი დოხტურიშვილი , ზაქარია წიკლაური , ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი;

ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე;

დიდუბის რაიონი – გივი ჩხარტიშვილი, შოთა ქევხიშვილი;

ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე, ვალერიან პაპუაშვილი;

გლდანის რაიონი – შალვა ოგბაიძე, ცოტნე ჩიქვინიძე, მიხეილ რეხვიაშვილი, ჯაბა კოღუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები