ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კორუფციის სუნი ასდის ყველაფერს ამას, რაც ხაზარაძე-გერმანიის საელჩოს შორის მიმდინარეობს

,,პოლიტიკური კორუფციის სუნი ასდის ამ ყველაფერს, რაც ხაზარაძე-გერმანიის საელჩოს შორის მიმდინარეობს”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტს ტექნიკური შეცდომა ვერ დაერქმევა.

„ხელშეკრულება წლების წინ ფაქტობრივად არსებობდა იმიტომ, რომ ელჩი ამ რეზიდენციაში 2022 წლიდან ცხოვრობდა. რა დიდი პოლიტიკოსობა, რა დიდი იურისტობა, რა გჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ამხელა ქონება, რომელიც მიქირავებული გაქვს გერმანიის საელჩოზე, ეს ქონება უნდა იყოს დეკლარირებული, რომ ეს ყველაფერი შესაბამისად უნდა იყოს ასახული საჯარო რეესტრში და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებებიც გადახდილი უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი არ იყო გაკეთებული. ამას ვერ დაარქმევ ტექნიკურ შეცდომას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები