არჩილ გორდულაძე: ხაზარაძე დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი

„დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი. საქმე გვაქვს თუ არა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა,“ – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, „ლელოს“ ლიდერის მეუღლის მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ხაზარაძე დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი, პოლიტიკურ თუ პირდაპირ სისხლის დანაშაულში მხილებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ერთ გარიგებას არ ასახავს თავის დეკლარაციაში ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. მთავარი ის კი არ არის შეიტანა თუ არა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტული იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები. აქ მთავარი არის თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩო. საქმე გვაქვს თუ არა ახლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები